LifeSmart ფერადი LED Smart  WiFi სადენი (2 მეტრი)

LifeSmart ფერადი LED Smart WiFi სადენი (2 მეტრი)

129 b ID:207
კალათში დამატება
განვადება
1 საათი
უფასო მიწოდება
1-3 დღე
საგარანტიო პირობები
30 დღე
გააზიარეთ

დისტანციური მართვის მხარდაჭერა

მობილური აპლიკაციის და Wi-Fi კავშირის მეშვეობით,შეგიძლიათ გამოიყენოთ LED სადენის დისტანციური მართვის ფუნქცია, მაგალითად: მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩართოთ ან გამორთოთ სადენი, დააყენოთ ტაიმერი ან დაარქვათ ნათურას სასურველი სახელი

ნათების სიკაშკაშის რეგულირება

ინტელექტუალურ LED სადენს გააჩნია ნათების სიკაშკაშის რეგულირების მხარდაჭერა, რისი მეშვეობითაც თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ შეიქმნათ მყუდრო და სასიამოვნო გარემო დღის ნებისმიერი დროის მონაკვეთში

ცივი,თბილი და ფერადი ნათების მხარდაჭერა

LED სადენი შედგება  ენერგოეფექტური LED ინდიკატორისგან, რაც მოგცემთ საშუალებას აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფერი 16 მილიონი ვარიანტიდან, აგრეთვე გემოვნებიდან გამომდინარე, შეძლებთ ჩართოთ დღის ცივი ან თბილი ნათება  

ენერგოეფექტურობა და ექსპლუატაციის ვადა

LED სადენი 16-ჯერ უფრო ეკონომიურია სხვა სტანდარტულ 200W ნათურებთან შედარებით. გამოყენებული LED ტექნოლოგიის მეშვეობით, ნათურის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 8 წელიწადზე მეტია

მარტივი ინსტალაცია

მოწყობილობის წარმოებისას გამოყენებულია თანამედროვე PU მასალა,რომელიც არ შეიცავს სახიფათო მავნე ნივთიერებებს და გამოირჩევა თავისი ელასტიურობის მაღალი თვისებებით, რაც მოგცემთ საშუალებას მარტივად მოარგოთ განათება ნებისმიერი ფორმის ავეჯს და მყარად დაამაგროთ ის ნებისმიერ ზედაპირზე წებოვანი ფენის დახმარებით, რომელიც უკანა ფირზე თან ახლავს მოწყობილობას

მრავალმხრივი გამოყენების არეალი

მოწყობილობის უნიკალური და მოსახერხებელი ფუნქციების წყალობით,უმაღლესი ხარისხისა და ენერგოეფექტურობის დამსახურებით, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას: სახლში,აგარაკზე,ოფისში,სასტუმროში,ლაუნჯ ბარში, ღამის კლუბში, კაფე-რესტორნებში და სხვა უამრავ დაწესებულებებში

ზოგადი ინფორმაცია
მწარმოებელი: LifeSmart
მოდელი: LED Smart სადენი
კომპლექტაცია: LED სადენი + ადაფტერი + კვების ბლოკი
ტექნიკური მახასიათებლები
ნათების ტიპი: LED
სამუშაო ძაბვა: 100 - 240V, 50/60Hz
სინათლის ნაკადი: 1800 Lm (ლუმინი) 
ფერის ტემპერატურა: 1400K-11000K (კელვინი)
ფერის რეგულირება: კი
ფერების რაოდენობა: 16 მილიონი ფერი + თეთრი
საშუალო ექსპლუატაციის პერიოდი: 20 000 სთ / 8 წელი
ნომინალური სიმძლავრე: 0.45 - 12W
სადენის სიგრძე: 2 მეტრი
კავშირის ტიპი: WIFI
თავსებადობა OS: Android 4.4 -დან ; iOS 7.0 -დან
წონა:  540 გრამი

 

კომენტარები დამუშავების პროცესშია
X

გმადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი სერვისით